LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ აკანონებენ და შემდეგ იცავენ უკანონობას“ – რა ვიდეოს ავრცელებს ზურაბ ბალანჩივაძე ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ

339
ზურაბ ბალანჩივაძე

10 მაისს „მედიაჩეკერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო უწყვეტი პროტესტის ფონზე, ტელეკომპანია „იმედი“ სამმა ტელეწამყვანმა – ზურაბ ბალანჩივაძემ, ეკატერინე ამირეჯიბმა და ნათია ორველაშვილმა დატოვა.

,,TV იმედი ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს” – ,,მედიაჩეკერი”

ეკატერინე ამირეჯიბი მთავრობას მიმართავს: „როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება… „ევროპულ ქალაქს“ როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში…“

ტრენერი, ბლოგერი, ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე სოციალური პლატფორმა „ტიკ-ტოკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ახალ ვიდეოს, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ავტოკრატია, ამასთან, ზურაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ვიდეოში ვიზუალურად, ფრაზებით გამოყოფს იმ პუნქტებს, რომლებითაც ავტოკრატიას ამოვიცნობთ: „ქმნის დემოკრატიული მოწყობის ილუზიას; პრობლემის ძიება ქვეყნის გარეთ; აპერლირებენ რელიგიაზე, ჯერ აკანონებენ და მერე იცავენ უკანონობას“.

„როგორ ამოვიცნოთ ქვეყანაში ავტორიტარიზმის ნიშნები? პირველი და უმთავრესი – ავ­ტოკ­რა­ტია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ჰგავ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ას, ანუ იქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ყვე­ლა ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობის შემთხვევაში გხვდება: სა­სა­მარ­თლო, პარ­ლა­მენ­ტი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ა.შ.

ავ­ტოკ­რა­ტი­ის კი­დევ ერთი და მთა­ვა­რი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი არის ის, რომ მმარ­თვე­ლი ელი­ტა იქ­ნე­ბა თუ ლი­დე­რი, იწყებს ასეთი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას: „ჩვენ გვებ­რძვი­ან გა­რე­დან, ჩვენს ღირ­სე­ბას ურტყა­მენ“ – ეს ნა­რა­ტი­ვი მე­ორ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა დო­ზით, სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით.

დღეს, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან ამას ამ­ბობს ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი, რომ უნ­გრეთს ებ­რძვი­ან და ა.შ.

აქვე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ წარ­სუ­ლის რო­მან­ტი­ზე­ბა და წარ­სულ­ზე გა­მო­ტი­რე­ბა, რომ „აი, ოდეს­ღაც ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ ის­ტო­რია უსა­მარ­თლოდ მოგ­ვექ­ცა და ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლოდ მოგ­ვექ­ცნენ, ვერ იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი“ – და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

დასავლური ქვეყნებიდან კი­დევ ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­სტრუ­მენ­ტია ხოლ­მე რე­ლი­გი­ის გამოყენება, „რომ ყვე­ლა ებ­რძვის მათ რე­ლი­გი­ას და მათ რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს“, რაშიც ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ხოლ­მე მხო­ლოდ ერთი რე­ლი­გია და არა ყვე­ლა რე­ლი­გია, რო­მე­ლიც იმ ქვე­ყა­ნა­ში არის თავ­მოყ­რი­ლი.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მუ­შა­ო­ბს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი, რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ეს ძა­ლი­ან ხში­რად მე­ტყვე­ლებს ხოლ­მე ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხზე.

და რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უყ­ვართ კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ოღონდ იმ კა­ნო­ნე­ბი­ს, რომ­ლებ­საც თვითონ იღე­ბენ და შემ­დეგ ამ კა­ნო­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, რომ ისი­ნი არა­ფერს ცუდს არ აკე­თე­ბენ, უბ­რა­ლოდ იცა­ვენ კა­ნონს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია თვი­თონ ეს კა­ნო­ნი, ეგ არის სწო­რედ აქ პრობ­ლე­მა“, – ამბობს ზურაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

mazda magti 5g