LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ იყო გავთხოვდი და ის არ სჯეროდა მთელ ემიგრაციას, იტყუებაო ამბობდით, ახლა კარიერის აწყობის გზას ვადგავარ და ყელში გეჩხირებით! რათა კაცო? რათა?! რა ვერ მომინელეთ და გადამსანსლეთ?!“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

540
ცისნამი საყვარლიშვილი

„2018 წელს კოლუმბიაში გავიარე Multimedia Journalism -ის კურსები. ვიღაცებს ეჭვი შეეპარათ ჩემს ბედნიერებაში და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლაში დარეკეს და იკითხეს, ნამდვილად დავდიოდი იქ თუ არა. მთელი ფაკულტეტი გაკვირვებული იყო“, – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ემიგრანტის თქმით, იგივე განმეორდა ახლაც, როცა მის უნივერსიტეტში ქართველებმა დარეკეს და გადაამოწმეს, მართლაც სწავლობდა თუ არა:

„შეიძინეთ გაზეთი და ნახეთ ჩემს მიერ დაწერილი სტატია საქართველოზე. მინდა, თქვენს ამერიკულ ოჯახებს აჩვენოთ, სადაც მუშაობთ და უთხრათ რომ მეც ერთ დროს, მომვლელად ვმუშაობდი და დღეს უკვე სტატიებს ვწერ ინგლისურად, ამერიკულ გაზეთებში“ – ცისნამი საყვარლიშვილი 

2018 წელს კოლუმბიაში გავიარე Multimedia Journalism -ის კურსები. გემახსოვრებათ, სერტიფიკატიც ავიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიღაცებს ეჭვი შეეპარათ ჩემს ბედნიერებაში და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლაში დარეკეს და იკითხეს, ნამდვილად დავდიოდი იქ თუ არა. მთელი ფაკულტეტი გაკვირვებული იყო. ახლა #WCC-ში დაურეკავთ და უკითხავთ ცისნამი საყვარლიშვილი მართლა სტუდენტიაო. ნუ, ამას ქართველის მეტი ხომ არავინ არ იზამდა. მეცინება და მეტი რა ვქნა.

არ გამკვირვებია ოღონდაც! ანუ, ამით რას ცდილობთ?! ვერ ვხვდები? ჯერ იყო გავთხოვდი და ის არ სჯეროდა მთელ ემიგრაციას რომ მე გავთხოვდი და იტყუებაო ამბობდით, ახლა კარიერის აწყობის გზას ვადგავარ და ყელში გეჩხირებით! რათა კაცო? რათა?! ნეტავ ვიცოდე რომ აი, ვინმესთვის რამე დამეშავებინოს!
რა ვერ მომინელეთ და გადამსანსლეთ?! ყოველთვის ყელზე რატომ გეჩხირებით, ჰა?
ან ჩემს მეტი საქმე არ გაქვთ ამხელა ამერიკაში? ვახ, გადამრევს ეს ხალხი რა!
სულ თავს მახსენებენ ჩემი მტრები, ჩვენც აქ ვართო! ვახ, კაცო! ძაან, ძაან მაგარ საგნებს ვსწავლობ!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი და საგნების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ვიდეო: „სულ მალე ნახავთ სტატიას საქართველოზე, მინდა მთელმა კამპუსმა იცოდეს ჩემი ქვეყნის შესახებ“ – ცისნამი საყვარლიშვილი საზოგადოებას ამერიკიდან მიმართავს

„ვინ არის ეს ცისნამი საყვარლიშვილი, რას აკეთებს ქვეყნისთვის, რომ ყველგან ეგ არისო? – ახლა მინდა პასუხი გავცე ამ კომენტარის ავტორს…“: რა უპასუხა კრიტიკოსებს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა

2018 წელს კოლუმბიაში გავიარე Multimedia Journalism -ის კურსები. გემახსოვრებათ, სერთიფიკატიც ავიღე და ძალიან ბედნიერი…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on პარასკევი, 21 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g