გასულ კვირას ადრიანა ლიმა და მისი საქმრო, ანდრე ლამარი პარიზში გამართულ საფეხბურთო ღონისძიებას, The Best FIFA Football Awards-ის დაჯილდოებას დაესწრნენ. 41 წლის „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი გრძელ, შავ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც მხრები მოშიშვლებული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მოდელს მშობიარობის შემდეგ ძველი ფორმების დაბრუნება უჭირს, თუმცა ის პოდიუმზე მაინც გამოჩნდა, მან Qatar Fashion United by CR Runway-ში მიიღო მონაწილეობა.
„ინსტაგრამზე“ ვრცელდება ვიდეოც, სადაც ადრიანა დაუღალავად ვარჯიშობს.
„ის მშობიარობის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას, თუმცა, ის საოცრად ბედნიერია“, – აცხადებს ინსაიდერი.
ძალიან შეცვლილი ადრიანა ლიმა მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა