თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაიასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი.
თვითმხილველები „რუსთავი 2“- თან საუბარში, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მამაკაცს მანქანიდან უთვალთვალებდა.
„ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. შურისძიების ნიადაგზე გააკეთა მსგავსი რაღაც. გავიგე, რომ ადრე დაუჭრია გარდაცვლილს ეს ბიჭი და ციხეში მჯდარა. შემდეგ ის ბიჭი თურმე ელოდებოდა ამისგან, რომ შურს იძიებდა და ამის გამო „ბრონიჟილეტით“ დადიოდა…“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რუსთავი 2“- თან.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.