LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ ყვირილის ხმა გავიგონეთ, შემდეგ კი ტირილის“ – მუხიანში ადგილობრივებმა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

566
პოლიცია

მუხიანში, ადგილობრივებმა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა გობრონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს.

რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით მოკვლევის პროცესში არიან.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს და საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობენ, რომ 36 წლის დავით თევზაიას პრობლემები არ ჰქონდა, ხოლო ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს და მას მაისური ჰქონდა შემოხეული.

„პოლიციას სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები არ ამოუღია. სისხლის კვალი არავის შეუმჩნევია, ჯერ ყვირილის ხმა გავიგონეთ, შემდეგ კი ტირილის“, – განუცხადა ადგილობრივმა „მთავარ არხს“.