LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერჯერობით საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი – პაატა იმნაძე

h1n1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, ამ პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპის მსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო,“ – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, სახელმწიფოს მიერ 40 000-მდე მოქალაქე აიცრა. კერძო სექტორის მიერ აცრების მაჩვენებელი კი, 5 000-დან 10 000-მდეა.

mazda magti 5g