LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესი ჯეი სცენაზე დაბრუნდა – არტისტის გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მასშტაბით დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია

156
photo-collage.png (5)

ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევის შემდეგ, ჯესი ჯეი სცენაზე დაბრუნდა. არტისტმა 21 იანვარს მსოფლიო ტურნე დაიწყო და 6 თებერვლის ჩათვლით, ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში წარდგა.

The No Secrets Tour-ით მუსიკოსი 13-დან 22 მარტის ჩათვლით ჩინეთს ესტუმრება, 7 აპრილიდან კი დიდ ბრიტანეთში გადაინაცვლებს. სამშობლოში ჩატარებული კონცერტების შემდეგ, მომღერლის ტურნე ნიდერლანდებს, ბელგიას, გერმანიასა და საფრანგეთს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მასშტაბით დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია.

ტურნეს განმავლობაში მომღერალი უახლესი დისკის – Don’t Tease Me with a Good Time სიმღერებთან ერთად, შემოქმედების საუკეთესო ჰიტებს ასრულებს.

ცნობისთვის, 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯესი ჯეიმ შარშან 28 ნოემბერს, მეშვიდე სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელზეც 5 წელი მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ჯესი ჯეიმ გასული წლის ივნისში, Capital’s Summertime Ball-ზე გამოსვლისას საჯაროდ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნის ადრეული სტადია დაუდგინეს. ივლისში მან პირველი ოპერაცია ჩაიტარა, ექვსი კვირის შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა კვლავ დასჭირდა. ჩატარებული ანალიზების მიხედვით, კიბოს უჯრედები არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები