სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკურ თავდასხმას, ზუკას მამა და ბიძა – ლევან და დავით ბერძენიშვილები ეხმაურებიან.
„ჯგრო! პასუხი იმ „ხალოპ“ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე“. – წერს facebook-ზე დავით ბერძენიშვილი.
პოსტის ქვემოთ კი ნაცემი ახალგაზრდის ბიძა ლევან ბერძენიშვილი შემდეგს წერს:
„სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“ – სალომე ბარკერის ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ასევე აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
„ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! გმადლობ, ღმერთო, ბერძენიშვილი რომ ვარ, ზუკას სისხლის რომ ვარ. საქართველოს მტრებო, ერთიანად შ!“.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ სამოქალაქო აქტივისტზე თავდასხმის შესახებ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ასევე აქტივისტმა და მოძრაობის წევრმა, სალომე ბარკერმა გაავრცელა.
ჯგრო პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე.
Posted by David Berdzenishvili on Tuesday 11 June 2024