MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 30 აგვისტოს გაიმართება. ცოტა ხნის წინ ნომინანტთა სია გახდა ცნობილი. ლედი გაგა და არიანა გრანდე 9 ნომინაციით ლიდერობენ. მათ 6-6 ნომინაციით ბილი აილიში და The Weeknd მოჰყვებიან. „საუკეთესო ვიდეოსა“ და „საუკეთესო არტისტის“ ნომინაციების გარდა, დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციაც, „საუკეთესო ნამუშევარი კარანტინის დროს“ იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით უცნობია, განთავსდება თუ არა კორეული ბოიბენდი BTS ნომინანთა სიაში, თუმცა ის, რომ ჯგუფს დაჯილდოების ცერემონიალზე ვიხილავთ, უკვე ცნობილია.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ახალ სიმღერას Dynamite შეასრულებს, დაჯილდოებაზე მსმენელის წინაშე ჯეი ბალვინიც წარდგება.
აღსანიშნავია, რომ MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველი შოუ იქნება, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩატარდება.