ამერიკულმა ალტერნატიულმა როკ-ჯგუფმა The Killers ახალი ალბომის სახელწოდება გაამხილა და ტურნეს თარიღებიც გამოაქვეყნა.
ბრენდონ ფლაუერსსა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს შემოქმედებითად დატვირთული 2020 წელი ელოდება.
ჯგუფი თავის მე-6 ალბომს, სახელწოდებით Imploding the Mirage 2020 წლის გაზაფხულზე გამოუშვებს.
შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელი ნამუშევარი Wonderful Wonderful 2017 წელს გამოვიდა. ალბომში შესული სინგლი The Man კი ბილბორდის ჩარტებში მე-2 პოზიციაზე გავიდა.