LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი The Killers საქველმოქმედო ალბომზე მუშაობს

30

2016 წლის 9 დეკემბერს, ცნობილი ამერიკული ჯგუფი The Killers ტრადიციას არ დაარღვევს და საქველმოქმედო ალბომს გამოუშვებს. დისკის სახელწოდება „Don’t Waste Your Wishes“ იქნება ის ათი ძველი საშობაო და ერთი განახლებული ჰიტისგან „I’ll Be Home For Christmas“ იქნება შემდგარი. ალბომი სერვის Apple Music-ზე განთავსდება.

სპეციალურად შობისთვის ჯგუფი ყოვეწლიურად უშვებს თემატურ სიმღერებს, რომლის შემოსავალიც მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება. ფული აფრიკაში შიდსით დაავადებული ოჯახებისთვის არის განკუთვნილი, აღნიშნული ფონდის დამაარსებელი კი ბონოა.

რაც შეეხება The Killers-ს, ჯგუფი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის რელიზიც 2017 წელს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები