საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფი ”ჯი-ეს-ეფ”- ი სესხებს 18-დან 28%-მდე განაკვეთით გასცემს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა ზაზა ნოზაძემ განუცხადა, ”ჯი-ეს-ეფი” სესხებს უძრავი ქონების გარანტიით იძლევა.
”ჩვენთან მოდის კლიენტი, რომელიც ნებისმიერი სახის უძრავ ქონებას, იქნება ეს ბინა, მიწის ნაკვეთი, თუ კომერციული ფართი, ჩადებს სესხის მისაღებად. კრედიტის დამტკიცება ხდება არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში, ყოველგვარი საკომისიოსა და დამატებითი გადასახადის გარეშე. რაც მთავრია, თანხა გაიცემა 10 წლამდე ვადით, სასესხო დაფარვის გრაფიკი კი დგება შეთანხმებით”, – განმარტა ნოზაძემ. მისივე ინფორმაციით, სესხის ვადამდე დაბრუნებისათვის ასევე არ მოქმედებს არავითარი საკომისიო.
ცნობისთვის, საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფი ”ჯი-ეს-ეფ”- ი 2010 წელს დაარსდა. კომპანია ოფისს თბილისში ფლობს, თუმცა სესხები გაიცემა როგორც დედაქალაქში, ისე რუსთავში, მცხეთაში, ბორჯომში, ბაკურიანსა და აჭარის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებებზე.