ჯიჯი ჰადიდი მექსიკური ,,ვოგის” ივნისის ნომრის სახეა.
ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქსელში ამერიკელი მოდელის ის ფოტოები გავრცელდა, რომლებიც გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება.
გაირკვა, რომ ფოტოსესიის ისპირაციად, რომელიც საკურორტო ქალაქ პლაია-დელ-კარმენში გაიმართა, ბრიჯიტ ბარდოს იმიჯი იქცა.
ბრიჯიტ ბარდო
აღსანიშნავია, რომ ნახევარი საუკუნის წინ ლეგენდარული ფრანგი კინომსახიობისა და მომღერლის დამკვიდრებული საკულტო ვარცხნილობით, 24 წლის ვარსკვლავი მას ნამდვილად მოგაგონებთ.