„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ჯიხვებმა შეკრების წესი დაარღვიეს და არც დისტანციას იცავენ!“, – ვიდეორგოლს ამ სათაურით დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯიხვი კავკასიის უნიკალური ცხოველია – მსოფლიოს სხვა ადგილებში, მას ვერ შეხვდებით. ის საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
ჯიხვები თუშეთის, ლაგოდეხის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებში ბინადრობენ.