ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ქალთა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. მან ის ქალები დააჯილდოვა, ვინც წლის მანძილზე თავის საქმიანობაში სიმამაცე გამოიჩინა. ამ დღეს ამერიკის პირველი ლედი ბრწყინავდა „ოსკარ დე ლა რენტას“ თეთრ კაბაში, რომელიც ულამაზესი ყვავილებით იყო გაფორმებული.
ამ კაბამ მედიის ყურადღება ერთი საინტერესო ფაქტის გამო მიიქცია. სწორედ ეს კაბა ეცვა მეგან მარკლის, როდესაც ის პრინც ჰარისთან ერთად ინტერვიუზე გამოჩნდა და „სფოთიფაიზე“ პოდკასტების სერია დააანონსა.