LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიშკარიანი: პრეზიდენტი სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას, სჭირდება სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევა, რაც საქართველოში არ ტარდება

83
Untitled design (1)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი წერს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გამოიკვეთა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია:

„ცენტრი “ემპათია”-ს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრეზიდენტი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება

 

magti 5g