LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯიუტი მოქალაქეები თანამოაზრეებს გელით კანცელარიასთან ერთად დავხვდეთ ღარიბაშვილს!” – რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან

365
BeFunky-collage (1)

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის ის მონაწილეები არიან შეკრებილი, რომლებმაც მთელი ღამე ადგილზე გაათენეს და დილით, მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველ ორშაბათს მთავრობის სხდომა იმართება, ამიტომ, მათ სურთ, დღევანდელი პროტესტით მთავრობის წევრები „გააღვიძონ“ და კიდევ ერთხელ გააგონონ მოქალაქეების ხმა.

მათივე თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.

მოძრაობა “სირცხვილია” გავრცელებულ მიმართვაში მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდებს:

“ჯიუტი მოქალაქეები თანამოაზრეებს 9 საათიდან გელით კანცელარიასთან ✊

ერთად დავხვდეთ ღარიბაშვილს!”, – ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.

არჩილ გამზარდია: „სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ, ნულოვანი შანსია ცვლილების“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g