LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: „აშშ მსოფლიოს კორონავირუსის ვაქცინების 20 მილიონ დოზას აჩუქებს“

67
jobaidemn455

აშშ სხვა ქვეყნებს შტატებში ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 20 მილიონ დოზას აჩუქებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ-ის მმართველებმა კარგად იციან, რომ ქვეყანა ბოლომდე უსაფრთხოდ ვერ იქნება მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის ხარჯზე მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. გარდა ამისა, აშშ-ს ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნების წინაშე, როგორც ვაქცინების უმსხვილეს მწარმოებელს.

„მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაცია საკმარისი არ არის, რადგან პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს. თუ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის აცრა დროულად არ მოხდა,სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ფონზე შესაძლოა გამოჩნდეს ვირუსის ახალი ვარიანტები, რომლებთან ბრძოლაც უფრო რთული გახდება. ამიტომ ჩვენ მოვიქცევით სწორად. მოვიქცევით ისე, როგორც უნდა მოვიქცეთ.“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საუბარია „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონი & ჯონსონის“ ვაქცინის 20 მილიონ დოზაზე. გარდა ამისა ცნობილია, რომ აშშ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონ დოზასაც გააჩუქებს. ვაქცინებს „კოვაქსი“ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ, რათა ისინი სამართლიანად განაწილდეს.

„ჩვენ ამ ვაქცინებს სხვა ქვეყნებს გავუზიარებთ, რათა ყველაფერი გავაკეთოთ პანდემიის დასრულების ხელშეწყობისთვის“. – ამბობს ჯო ბაიდენი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g