ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
თეთრი სახლის ლიდერის კუთვნილი Air Force One, ვაშინგტონიდან დაახლოებით შვიდსაათიანი ფრენის შემდეგ, ბრიუსელის აეროპორტში, ადგილობრივი დროით, 21:03 საათზე დაეშვა.
ბაიდენი 24 მარტს ნატოსა და “დიდი შვიდეულის” ქვეყნების სამიტებს დაესწრება. შეხვედრების მიზანია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი მოქმედებების კოორდინაცია და რუსეთის აგრესიაზე რეაგირება.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერა. ამას გარდა, როგორც ცნობილია, ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების გამოცხადებასაც გეგმავს.