LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს!

50
Untitled design

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მალე ირანს გაათავისუფლებენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენმა ამის პირობა გუშინ, კალიფორნიაში კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან და იბრძვიან, თავისუფლებას მალე მოიპოვებენ.

„ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს, ისინი მალე გათავისუფლდებიან“, – თქვა ბაიდენმა გამოსვლის დროს, სადაც ათობით დემონსტრანტი ირანელი დემონსტრანტების მხარდამჭერი ბანერებით მივიდა.

შეგახსენებთ, ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები 16 სექტემბრიდან იმართება. 

პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია.

ის 13 სექტემბერს „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი გასულ პარასკევს გარდაიცვალა.

მას შემდეგ, ირანში მცხოვრები ქალები ყოველდღიურად, პროტესტის ნიშნად, ჰიჯაბს იხსნიან და წვავენ, ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში და ანტისამთავრობო აქციებს მართავენ.

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g