LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

59
Untitled design (1)

ირანის პრეზიდენტმა CNN-თან დაგეგმილი ინტერვიუ ჩაშალა.

CNN-ის საერთაშორისო წამყვან კრისტიან ამანპურთან ინტერვიუ გუშინ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად იყო დაგეგმილი.

პრეზიდენტმა ბრაჰიმ რაისმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წამყვანი არ დათანხმდა მის შეთავაზებას – ინტერვიუს დროს თავსაბურავით ყოფილიყო.

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

ამანპური ირანის დედაქალაქში გაიზარდა. ის ამბობს, რომ ირანში რეპორტაჟის გაკეთების დროს თავსაბურავს ატარებს ადგილობრივი კანონების და წესების გამო, რადგან ამის გარეშე ჟურნალისტად მუშაობას ვერ შეძლებდა.

მაგრამ ჟურნალისტმა თქვა, რომ თავსაბურავს არ გაიკეთებს ირანის ფარგლებს გარეთ, იმისათვის, რომ მან ინტერვიუ ჩაწეროს ამ ქვეყნის პრეზიდენტთან.

„აქ, ნიუ-იორკში, ან ირანის ფარგლებს გარეთ, მე არასოდეს მიკითხავს ირანის არცერთი პრეზიდენტისთვის აზრი – და მე 1995 წლიდან დღემდე, თითოეულ მათგანს ვესაუბრე – არც ირანის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ, არასდროს მოუთხოვიათ თავსაბურავის ტარება“, – აღნიშნა მოგვიანებით წამყვანმა.

პარალელურად, უკვე მერვე დღეა, ირანში დემონსტრაციები გრძელდება. 

პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია.

ის 13 სექტემბერს „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი გასულ პარასკევს გარდაიცვალა.

მას შემდეგ, ირანში მცხოვრები ქალები ყოველდღიურად, პროტესტის ნიშნად, ჰიჯაბს იხსნიან და წვავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g