ჯო ბაიდენი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი პოზიციები მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი, რამაც ამერიკა შექმნა, რისკის ქვეშ არის. ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ ჩემს კანდიდატურას წარვადგენ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
The core values of this nation… our standing in the world… our very democracy…everything that has made America — America –is at stake. That’s why today I’m announcing my candidacy for President of the United States. #Joe2020 https://t.co/jzaQbyTEz3
— Joe Biden (@JoeBiden) April 25, 2019
ჯო ბაიდენს „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერიზში მოუწევს გამარჯვება, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში ლიდერობს, როგორც სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი.