LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენკსის ივლისში თეთრ სახლში იწვევს

61
ჯო ბაიდენი

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია,“ –  ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა, უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ვიზიტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

„მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის უმასპინძლოს მას აქ, ვაშინგტონში თეთრ სახლში ევროპიდან დაბრუნების შემდეგ,“- აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ინფორმაცია თეთრ სახლში მიწვევის შესახებ ზელენსკიმაც დაადასტურა – აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„დიდი მადლობა პრეზიდენტო ჯო ბაიდენ სატელეფონო საუბრის დროს ივლისში ჩემი თეთრ სახლში მიწვევისთვის. მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გზების განსახილველად,“- წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g