LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს სთხოვა, შეემსუბუქებინა სავიზო შეზღუდვები განათლებული რუსებისთვის

156
ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს სთხოვა შეემსუბუქებინა სავიზო შეზღუდვები განათლებული რუსებისთვის. როგორც CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოთხოვნის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომელთან აქვთ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის დარგებში, განაცხადონ ვიზაზე აშშ-ში დამსაქმებლის სპონსორის მიღების გარეშე.

მოთხოვნა, ამოქმედების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს რუსებს, რომლებსაც აქვთ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის დარგებში, ამერიკის ვიზაზე განცხადება სპონსორი დამსაქმებლის მოპოვების გარეშე შეიტანონ.

„ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მივცეთ საუკეთესო რუს მეცნიერებს საშუალება, რომ სამუდამოდ დატოვონ რუსეთი, ჩავიდნენ შეერთებულ შტატებში და ამით ვლადიმერ პუტინს „წაართვან“ მისი საუკეთესო ნოვატორები და განათლებული ადამიანები“, – განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები