ჯო ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია.
„დასავლეთ სანაპიროზე არსებულმა ვითარებამ, განსაკუთრებით ძალადობის მაღალმა დონემ, ხალხის იძულებით გადაადგილებამ და ქონების განადგურებამ, მიაღწია აუტანელ დონეს და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.