ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისათვის, დახმარების სახით 40 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს.
დახმარება მოიცავს 6 მილიარდი დოლარის ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვას.
კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის ბიუჯეტიდან 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას 2022 ფისკალურ წელს „უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ზომების“ უზრუნველსაყოფად. თანხების გამოყოფა მოხდება ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების ფონდების მეშვეობით.