LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

136
ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს, – ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენს „კიბოს აგრესიული ფორმა“ აქვს.

„პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონ-მგრძნობიარეა, რაც ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა“, – აღინიშნება განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g