თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერ-დოზაც გაკეთებული აქვს. ამასთან, როგორც ჟან-პიერმა აღნიშნა, ბაიდენი მანამდე კოვიდით ორჯერ იყო ინფიცირებული.
ექიმის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი იზოლირებული იქნება საკუთარ სახლში, დელავერში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების შესაბამისად.
ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენი ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა. მოგვიანებით, მას ჩანიშნული ჰქონდა წინასაარჩევნო გამოსვლა, რაც გააუქმა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში ჩაუტარდა აშშ-ის პრეზიდენტს „კოვიდ -19“-ზე ტესტირება.