ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
“ბიბისის” ცნობით, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მსგავს ქმედებებში უკვე მეორედ სდებენ ბრალს. ამჯერად ემი ლაპოსი ამტკიცებს, რომ ბაიდენმა მას სახეზე ორივე ხელი მოკიდა და ცხვირზე ცხვირი მიადო. როგორც იგი ამტკიცებს, ინციდენტი 10 წლის წინ მოხდა.
მანამდე ბაიდენს ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა დასდო ბრალი. ლუსი ფლორესი ამბობს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეფაზე უნებართვოდ აკოცა.
თავად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ არასათანადოდ არასდროს მოქცეულა.
ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად სახელდება.