აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, კიდევ ერთხელ გამოდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით.
უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ს შეუძლია სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ივანიშვილის ქონებას მართავენ.
„ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და ახლო მეგობრები. შეერთებულ შტატებს შეუძლია მეორადი სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მის უკანონო სიმდიდრეს მართავენ. ტრამპი ამას გამოასწორებს“, – წერს უილსონი.