„სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლესა და პროკურორს სანქციები უნდა დაუწესდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა:
„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლესა და პროკურორს სანქციები უნდა დაუწესდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“, – წერს ჯო უილსონი.
ირაკლი ზარქუა: „ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს, ეს იაფფასიანი ეს“