მოხარული ვარ, რომ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„არალეგიტიმურმა ივანიშვილმა ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ სასწრაფო სანქციები გვჭირდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა!“ – წერს ჯო უილსონი.