LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო უილსონი – მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

127
ნატალია ყიფშიძე (1)

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრას.

ჯო უილსონის თქმით, საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის მხარდამჭერია.

უილსონი საქართველოს წინსვლის ერთადერთ გზად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ასახელებს.

„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს მალევე, რაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. საფრანგეთი და ამერიკა გვერდში უდგანან ქართველ ხალხს. საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, -წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g