რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით, – აღნიშნულის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის.
„რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ როგორც რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, – წერს უილსონი.