LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო უილსონი:„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების, ივანიშვილისა და სხვების ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან“

183
ჯო უილსონი

ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას.

„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. კორუმპირებული ბავშვები და ნათესავები ვერ შეძლებენ ჩვენს დიდებულ ქვეყანაში სიამოვნებით იცხოვრონ, როცა მათი თაღლითი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ“, – წერს ჯო უილსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g