LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოან როულინგმა უსახლკაროებისა და ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გაიღო

204
27923318-0-image-a-27-1588429559402

ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, „ჰარი პოტერის“ შემქმნელმა, ჯოან როულინგმა უსახლკაროების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გაიღო.

„როდესაც რთული პერიოდი დგება, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ღარიბები და დაჩაგრულები არიან, ასე რომ მე მათთვის 1 მილიონ დოლარს გავიღებ“, – განაცხადა ბესტსელერის ავტორმა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ როულინგმა  სახლი შეიძინა, რომელშიც ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა,  და რომელიც მისთვის, „ჰარი პოტერის“ დაწერის ინსპირაციად იქცა.

ფოტო: ჯოან როულინგმა თავისი ბავშვობის სახლი იყიდა, რომელიც მისთვის ,,ჰარი პოტერის" დაწერის ინსპირაციად იქცა

ამ სახლში მწერალი 9 დან 18 წლამდე ცხოვრობდა. სახლის კედლებს კვლავაც შემორჩენია ავტორის წარწერა: „აქ ეძინა ჯოან როულინგს 1982 წელს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები