იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო.
არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური.
გახარიას ეკუთვნის მადლობა - ბახტაძე ამბობს, რომ საქართველო სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა (ვიდეო)
მანვე აღნიშნა, რომ პროტესტი, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, მასაც გაუჩნდა, თუმცა თვლის, რომ გახარიას გადადგომა სწორი მოთხოვნა არ არის და მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ქვეყნის რიგით მეორე პირმა.
“მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება. მეც გამიჩნდა ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ. ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა. ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის. მეტსაც გეტყვით, ჯობდა უფრო ადრე,“ – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან შეხვედრაც შეაფასა და განაცხადა, რომ ამ პირდაპირი ეთერით გამოჩნდა ის, რომ გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის.
შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები
შეგახსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენებს: სპეცრაზმმა, ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი დაარბია. დარბევისას ასობით ადამიანი დაშავდა და დააკავეს, მათი ნაწილი დღემდე მკურნალობას გადის, ორმა მათგანმა კი დარბევის შედეგად თვალი დაკარგა.
დარბევის შემდეგ, არ წყდება ყოველდღიური მიტინგები პარლამენტთან, მათი სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია – დაკავებული მომიტინგეები გამოუშვეს და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გადაწყვიტეს; დარჩენილია მხოლოდ ერთი – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.