LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანაშია რატი ბრეგაძეზე: სააკაშვილმა დააფინანსა და სასწავლებლად გავაგზავნეთ, სამწუხაროდ, მაგისგან ვერაფერი ვერ დადგა

147
Untitled design (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ, რომელმაც დღეს პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, საკანონმდებლო ორგანოში მისულ იუსტიციის მინისტრს ბოიკოტი გამოუცხადა და რატი ბრეგაძის მოხსენებას არ დაესწრო.

„შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება“ – პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა

ჯანაშია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამისთვის იუსტიციის მინისტრს პასუხისგება მოუწევს:

„ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაული იყო ის, რაც რატი ბრეგაძემ გააკეთა – კადრების გამოქვეყნება, სადაც დაუძლურებული პრეზიდენტი იყო. ამაზე მას პასუხისგება მოუწევს, მაგრამ ამასთან ერთად, მას მოუწევს პასუხისგება იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში მესამე პრეზიდენტი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი..

ის ყველანაირად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას,რომ პუბლიკას მოახვიოს – თითქოს აქ არაფერი არ ხდება. მაგრამ, რეალურად ჩვენ ვნახეთ ეს კადრები. მისი ხუთოსნობის გამო, მე ვიყავი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, როდესაც ის სასწავლებლად გავაგზავნეთ. პრეზიდენტ სააკაშვილმა მაშინ სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა მისი ცოდნის ამაღლება. სამწუხაროდ, მაგისგან ვერ დადგა ვერაფერი“, – განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს უსმენენ. რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ხმაურის ფონზე მიმდინარე სხდომაზე, მინისტრი დეპუტატების კითხვებს ჰპასუხობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები