LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოჯოხეთურად მამუშავებდა, შვებულებას არ მაძლევდა: ნეიმარს ყოფილი თანამშრომელი ქალი უჩივის

159
maxresdefault

ნეიმარის ყოფილმა თანამშრომელმა შესაძლოა ფეხბურთელის წინააღმდეგ სარჩელი აფრინოს.

როგორც Le Parisien и RMC Sport წერს, 35 წლის ქალი, რომელიც ნეიმარის ვილაზე შრომობდა ფრანგულ ბუჟავალში, არასათანადო პირობებით მუშაობაზე ჩივის.

4 შვილის დედა პსჟ-ს (ყოფილ) ფეხბურთელთან თითქმის ორი წელიწადი მუშაობდა (2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე), ოღონდ ოფიციალურად არა. ის ფეხბურთელს 368 ათას ევროს სთხოვს.

ბრაზილიელი ქალი, რომელიც ფულს ხელზე იღებდა, „ჯოჯოხეთურ რეჟიმზე, აუნაზღაურებელ შვებულებასა და სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე ყოფნაზე“ საუბრობს. ის ასევე იძულებული იყო ორსულობის პერიოდში ემუშავა და შვებულებაში მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავიდა.

ივნისში ქალი შეეცადა ნეიმართან მშვიდობიანად მოეგვარებინა საკითხი და ფეხბურთელთან წერილი გაგზავნა, მაგრამ პასუხი არ აღირსეს. ნეიმარის წარმომადგენელმა ბრძანა, რომ ფეხბურთელმა არც კი იცოდა ამ წერილის შესახებ.

ქალს იურიდიული ფირმა ეხმარება თანხის მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები