ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი იმ ვარსკვლავების რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებიც პირადი ცხოვრების აფიშირებას არასოდეს ერიდებიან.
განსაკუთრებით კი ცნობილი მოდელი, ყოველთვის ღიად ლაპარაკობს ყველაფერზე, მათ შორის ალკო და ნარკოდამოკიდებულებაზე, პირად ცხოვრებაში სირთულეებსა და კომპლექსებზე. კრისის არც ის დაუმალავს, რომ მისი პირველი ქალიშვილი ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადა. ამჯერადაც ცნობილი ხდება, რომ წყვილი კვლავ გეგმავს სამედიცინო დახმარებას მიმართოს და კიდევ ერთი ბავშვი გააჩინონ.
ცნობილია ისიც, რომ ვარსკვლავებს სურთ, რომ მეორე ბიჭი იყოს.