ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი კუნძულ სარდინიაზე ისვენებენ. შესაბამისი ფოტოები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს, სადაც ხმელთაშუა ზღვაში ბანაობენ და იახტაზე მზის აბაზანებს იღებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კრისიმ და ჯონმა უჩვეულო განცხადებები გააკეთეს. მოდელმა აღიარა, რომ წლების მანძილზე ალკოჰოლიზმს ებრძოდა და ამ საკითხით შეწუხებულები იყო თავადაც და ჯონიც, თუმცა საბოლოოდ მან ეს პრობლემა დაამარცხა.
რაც შეეხება ლეჯენდს, მან მამობაზე ისაუბრა: „ბავშვის გაჩენა – წყვილის ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ძალიან ამაგრებს ურთიერთობას… გაგვიმართლა, რომ თანამედროვე სამყაროში ბევრი შესაძლებლობის გამოყენების საშუალება გვაქვს. ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა ჩვენი ქალიშვილი. იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე არაჩვეულებრივი ბავშვის მშობლები გავხდებით“.