ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი მშობლები მეორედ გახდებიან. ამის შესახებ მოდელმა თავად ისაუბრა და მომავალი შვილის სქესიც გაამხილა. კრისი და ჯონი დარწმუნებულები არიან, რომ ექოსკოპიაზე ვიზიტი აუცილებლად ბიჭს აჩვენებს, რადგან სწორედ ამ სქესის ემბრიონი ინახება კლინიკაში, სადაც ისინი ხელოვნური განაყოფიერების გაკეთებას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ 1 წლის ქალიშვილი, ლუნა, წყვილს სწორედ ამ გზით 9 წლიანი მცდელობის შემდეგ შეეძინა.
მოდელმა აღიარა, რომ ის და ჯონი შვილის აყვანასაც გეგმავდნენ, თუმცა საბოლოოდ შვილი მათ ხელოვნური განაყოფიერებით შეეძინათ.


