LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლეჯენდი საბავშვო დისკს გამოუშვებს, რომელშიც მისი ოჯახი მონაწილეობს

168
Chrissy-Teigen-and-John-Legend-vacation

კარიერაში პირველად, ჯონ ლეჯენდმა საბავშვო დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ არტისტს მომავალი მუსიკალური პროექტის შექმნის შთაგონება, მისმა შვილებმა მისცეს. კრისი ტეიგენთან 13 წლიანი თანაცხოვრებიდან, მას ოთხი შვილი – ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს.

მუსიკოსის მეათე სტუდიური ალბომი – My Favorite Dream მულტი-ინსტრუმენტალისტ, სუფიან სტივენსთან თანამშრომლობით, 30 აგვისტოს გამოვა. ფირფიტა 15, ცხრა ორიგინალურ, ორ კლასიკური ჰიტის ქავერსა და ოთხ ბონუს ტრეკს აერთიანებს. ლონგფლეის მთავარი ჩანაწერი – L-O-V-E, რომელიც 9 აგვისტოს დარელიზდა, 45 წლის შემსრულებლელმა მეუღლისა და შვილების, მაილსისა და ლუნას თანხლებით ჩაწერა.

კრებულის გარეკანზე, ლეჯენდის ბავშობის დროინდელი ფოტოა გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ლეჯენდმა და კრისი ტეიგენმა ერთმანეთი 2007 წელს სიმღერის – Stereo კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. ისინი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნნენ, 2013 წლის სექტემბერში კი დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები