LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ სნოუ მაღალ ქუსლებზე – კიტ ჰარინგტონმა სტრიპტიზი იცეკვა (ვიდეო)

122
kit7042019_2

NBC-ის სატელევიზიო შოუ, ,,შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში”, ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავს, კიტ ჰარინგტონს დაეთმო.

გადაცემაში სტუმრობისას, 32 წლის მსახიობმა მონაწილეობა სახალისო სკეტჩებში მიიღო.

მაყურებლისთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ის ეპიზოდი გახდა, როცა ყველასთვის მოულოდნელად, ,,ჯონ სნოუმ” სტრიპტიზიორის როლი მოირგო.

აღსანიშნავია, რომ როუზ ლესლის მეუღლის ტრანსფორმაცია საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა, მეტიც, ჰარინგტონს მასტერკლასის გავლა ჩენინგ ტატუმთან ურჩიეს.

შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონმა HBO-ს საკულტო სერიალის ბოლო სეზონის გადაღებების დასრულების შემდეგ, იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, რის გამოც მისი ცნობა ერთი შეხედვით არც ისე მარტივია.

კიტ ჰარინგტონმა იმიჯი შეიცვალა (ფოტო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები