„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მშობლები პირველად გახდნენ, წყვილს ვაჟი შეეძინა. ინსაიდერების ცნობით ბავშვის გაჩენიდან ძალიან მალე ისინი მშობლიური ლონდონისკენ გაემართნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, წყვილმა 2018 წელს იქორწინა. საქორწინო ცერემონიალი შოტლანდიაში, ლესლის საგვარეულო სასახლეში გაიმართა. საღამოს 200 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები „სამეფო კარის თამაშებიდან“.