ჯონა ჰილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიაში მისი ახალი ფილმის, Cut Off გადაღებებიდან კადრები გავრცელდა, სადაც მსახიობი რადიკალურადაა შეცვლილი.
41 წლის ჰილი წონაში ძალიანაა დაკლებული, თმა კი ქერად აქვს შეღებილი.
წარსულში მსახიობს არაერთხელ უსაუბრია ღიად საზოგადოების მხრიდან მისი გარეგნობის ბულინგის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ჯონა ზედმეტ კილოგრამებს წლები ებრძოდა.
ცნობისთვის, მსახიობი ისეთი კინოსურათით გახდა ცნობილი, როგორიცაა 2007 წელს გამოსული კინოსურათი, „სუპერბედი“. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში, „21 ჯამპ სტრიტი“, „უოლ სტრიტის მგელი“ და ა.შ…
