Jonas Brothers დაბრუნდა (ფოტო/ვიდეო)

107
10413202-0-image-a-4_1551367382271

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, Jonas Brothers მუსიკალურ კარიერას უბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი 28 თებერვალს გახდა, როცა ძმებმა ქსელში ახალი სინგლი დააანონსეს, უკვე დღეს კი გაყიდვაში Sucker ჩაუშვეს.

გაირკვა, რომ ბიჭები ,,ქამბექისთვის” განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, რადგან სიმღერის რელიზი კლიპთან ერთად შედგა. 3 საათის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც კევინისა და ნიკის მეუღლეები, დანიელ დელეასა და პრიანკა ჩოპრა და ჯოს შეყვარებული, სოფი ტერნერი მონაწილეობენ, ამ დროისთვის მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა უყურა.

შეგახსენებთ, რომ Jonas Brothers  2005 წელს ჩამოყალიბდა და 2013 წელს დაიშალა. როგორც ჩანს, ერთი ოჯახის სამი წევრის ერთობა იმაზე მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ეს მათ თაყვანისმცემლებს წარმოედგინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები