Jonas Brothers MTV Video Music Awards-ზე გამოვა (ვიდეო)

63
mgid-ao-image-mtv

Jonas Brothers იმ შემსრულებელთა სიას შეუერთდა, რომლებიც MTV Video Music Awards-ზე იმღერებენ.

შონ მენდესი და კამილა კაბეიო MTV Video Music Awards-ზე იმღერებენ (ფოტო)

შონ მენდესი და კამილა კაბეიო MTV Video Music Awards-ზე მეორე ერთობლივ ნამუშევარს – Señorita შეასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული პოპ-როკ-ბენდის პერფორმანსი საღამოზე, ბიჭების მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ უნიკალურ ლოკაციაზე გაიმართება, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებულია.

კევინის, ჯოსა და ნიკის ტრიო დაჯილდოებაზე 4 ნომინაციაშია წარდგენილი. ძმები ,,წლის შემსრულებლის”, 2019 წლის ჰიტით – Sucker კი ,,წლის ვიდეოს”, ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო პოპის” კატეგორიებში გამარჯვებას შეეცდებიან.

 

View this post on Instagram

 

Cannot contain our excitement because the @jonasbrothers are performing at the 2019 #VMAs on August 26 ?

A post shared by Video Music Awards (@vmas) on

ცნობისთვის, Jonas Brothers-ის დებიუტი VMAs-ზე 2008 წელს სინგლით – Lovebug შედგა.

https://www.youtube.com/watch?v=e8tp6iQI7JA

შეგახსენებთ, რომ პირველად MTV Video Music Awards-ის ისტორიაში ღონისძიებას ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქი – ნიუარკი უმასპინძლებს. შოუ, რომელსაც სებასტიან მანისკალკო წაიყვანს, 26 აგვისტოს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები