LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯონი 39 წლის შემდეგაც ძალიან მენატრება“ – იოკო ონოს ამაღლვებელი პოსტი ტვიტერზე და მოწოდება მშვიდობისკენ (ფოტო/ვიდეო)

78
page

ზუსტად 39 წლის წინ, 40 წლის ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის სიცოცხლე მარკ ჩეპმენის მიერ ნასროლმა ხუთმა ტყვიამ დაასრულა. ამის შემდეგ მკვლელი ტროტუარზე მშვიდად ჩამოჯდა და ჯერომ სელინჯერის რომანის „თამაში ჭვავის ყანაში“ კითხვა დაიწყო და ამით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში.

გარდა ლეგენდარული მუსიკოსობისა, „ბითლზის“ წევრი სამაგალითო მეუღლე იყო, წელს ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე ეპატაჟურ წყვილს ქორწინების 50-ე წლის იუბილე შუსრულდებოდა.

ჯონ ლენონის ტრაგიკული სიკვდილის 39-ე  წლის თავზე მისი ქვრივი, იოკო ონო ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მშვიდობისკენ მოუწოდებს და ყურადღბას ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულებების მომატებულ პროცენტულ მაჩვენებლებზე ამახვილებს.

„საყვარელი ადამიანის დაკარგვა განადგურებს, 39 წლის შემდეგაც მე, შონსა და ჯულიანს ჯონი ძალიან გვენატრება” – წერს იოკო

შეგახსენებთ, ლეგენდარულ წყვილს ერთი ვაჟი, შონი ჰყავთ, რომელსაც ასევე საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები