4 ივნისს The Idol-ის პრემიერა შედგა. სერიალში მთავარ როლებს ლილი-რუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. კანადელი ჰიპ-ჰოპ არტისტი შოუში კულტის ლიდერის როლს თამაშობს, ლილი-როუზი კი პოპ-ვარსკვლავის როლს ირგებს.
ლილი როუზ დეპისა და The Weeknd-ის საოცარი ტანდემი – ნახეთ The Idol-ის „თრეილერი“
სერიალი უკვე გააკრიტიკეს საკმაოდ გულახდილი სცენებისთვის. პირველსავე სერიაში ნახავთ პრაქტიკულად შიშველ ლილი-როუზს. ამის გამო 24 წლის დამწყები მსახიობი კრიტიკის სამიზნე გახდა.
„პრაქტიკულად პორნოა“, – ასე აფასებენ კინო კრიტიკოსები The Idol-ს.
თუმცა, მიუხედავად ნეგატიური შეფასებებისა, ლილი-როუზის ლეგენდარული მამა, ჯონი დეპი აღფრთოვანებულია შვილის ოსტატობით და ქალიშვილით ამაყობს.
„რადგან ასეთი რეაქციები გამოიწვია, ე. ი. ის ყველაფერს სწორად აკეთებს“, – აცხადებს დეპი.
ჯონი დეპის პირველი რეაქცია ქალიშვილის, ლილი-როუზის მეგობარ გოგოზე